ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
კომისიების გაერთიანებული სხდომა
08 აგვისტო 2018
 

დღეს საკრებულოს საფინანსო -ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.

სხდომის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებები იყო.
წარმოდგენილი პროექტით ხორციელდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შემოსულობების და ნაშთის ცვლილება. ასევე, გადასახდელების ცვლილება ცალკეული პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით;
კერძოდ, ბიუჯეტის შემოსულობებში და გადასახდელებში ასახული იქნა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერის თანხა. ასევე, საკუთარი შემოსავლებისა ელექტრონული ტენდერების და ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შედეგად დაფიქსირებული ეკონომიების ხარჯზე გათვალისწინებული იქნა ახალი ქვეპროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსება.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით იზრდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შემოსულობები 2,004.1 ათასი ლარით. მათ შორის: სპეციალური ტრანსფერი - 680,0 ათასი ლარით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა „ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის“ პროექტის ფარგლებში შესყიდული სქონლისა და მომსახურების დღგ-ის 50% გადახდის მიზნით;
სხვა შემოსავლები 1,324.1 ათასი ლარით,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის 6 თვის ფაქტიური შესრულების გათვალსწინებით იზრდება წლიური საპროგნოზო მაჩვენებელი.
ახალი ცვლილებით ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი შეადგენს 171,400.5 ათას ლარს.
სხდომაზე დღესვე 2018 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშიც მოისმინეს.
კომისიების წევრებმა წარმოდგენილი საკითხების განხილვა საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მიზანშეწონილად მიიჩნიეს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2293
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები