ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
2008 წლის აგვისტოს ომიდან ათი წელი გავიდა
08 აგვისტო 2018
 

2008 წლის აგვისტოს ომიდან ათი წელი გავიდა. დღეს ბათუმში რუსეთ - საქართველოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს და დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ, ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ, ბათუმის საკრებულოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებმა, სამხედრო პირებმა და უცხოელმა სტუმრებმა.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,169 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, აქედან 17 ჯარისკაცი აჭარიდან იყო. მათ შორის ორი ბათუმიდან.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2407
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები