ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
„პეტიცია - ხალხის ხმა თვითმმართველობაში“
03 აგვისტო 2018
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და საკრებულოს წევრები დღეს, ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროექტის „პეტიცია - ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ - შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრნენ. 

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორის არჩილ ხახუტაიშვილის განცხადებით, ორგანიზაციამ პროექტის განმავლობაში აჭარის, გურიის და სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოებში საინიციატივო ჯგუფების მიერ გაახორციელა 159 პეტიციის ინიცირება. მისი თქმით, პეტიციების განხილვის პროცესში გამოვლინდა თვითმმართველობებში პეტიციის მექანიზმთან დაკავშირებული სხვადასხვა პრაქტიკა, გამოიკვეთა ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროება და სისტემის დახვეწის მიზნით შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები.
პროექტის შემაჯამებელ შეხვედრაზე გაიმართა მიღწეული შედეგების პრეზენტაცია. არჩილ ხახუტაიშვილმა დისკუსიის მონაწილეებს გააცნო პეტიციების განხილვის არსებული პრაქტიკა და წარადგინა რეკომენდაციები საკრებულოებში პეტიციის ინიცირების, განხილვისა და მოქალაქეთა ჩართულობის ინსტრუმენტის გაუმჯობესების მიმართულებით.
არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში აჭარის, გურიის და სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა შეხვედრები მოსახლეობასთან პროექტის გაცნობის, საპეტიციო საკითხების იდენტიფიცირების და პეტიციის ინიციატორების გამოვლენის მიზნით, პარალელურად, აქტიური ინდივიდუალური სამუშაო შეხვედრები იმართებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 210
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები