ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს მორიგი სხდომა
27 ივლისი 2018
 

ბათუმის საკრებულოს ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზში დღეს მორიგი სხდომა გაიმართა. 

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით განსაკარგი ქონების, ქონების, ქ. ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის ქ. N13-ის მოპირდაპირედ მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დაიშნულების მიწისა და შენობა ნაგებობის (საზღვაო პირსი) საწყისი წლიური სარგებლობის საფასური 36 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრა. ასევე დამტკიცდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, გონიოსა და კვარიათის სანაპირო ზოლში მდებარე, აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით განსაკარგი მიწის ნაკვეთების ქირის საწყისი წლიური საფასური, კერძოდ: საპლაჟო ინფრასტრუქტურის განთავსების უფლებით გაცემისას - კვარიათის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთზე - 29,0 ლარი, გონიოს დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთზე - 27,0 ლარი; მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობის (გართობისა და კვების ობიექტი) განთავსების უფლების გაცემისას - 60,0 ლარი; ზომამცირე გემების და წყლის გასართობი საშუალებების (ბანანი, სკუტერი, პარაშუტი) ბაზირების უფლებით გაცემისას - 134,0 ლარი.
ცვლილებები შევიდა „ქ. ბათუმის ტერიტორიაზე არქიტექტურული პროექტის ფასადის ნაწილის შეთანხმების სავალდებულოობის დადგენის შესახებ“ ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 17 თებერვლის №10-ე დადგენილებაში. დადგენილებაში ცვლილების შეტანა განპირობებული იყო, მერიაში განხორციელებული რეორგანიზაციიდან გამომდინარე, რამაც რიგ მოქმედ სამართლებრივ აქტებში შესაბამისი ცვლილების შეტანის საჭიროება გამოიწვია. ცვლილება შეეხო მხოლოდ აღნიშნული დადგენილების პრეამბულას, რომელიც ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა. ანალოგიური სახის ცვლილებები განხორციელდა „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში მიღებული III და IV კლასის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების შენობების ფასადების საგარანტიო პერიოდის განსაზღვრის შესახებ“ ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 3 მაისის №25 დადგენილებაშიც.
ცვლილება შეეხო „ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 30 ივლისის №27 დადგენილებასაც, კერძოდ: ორი პუნქტი ამოღებული იქნა დადგენილებიდან, ვინაიდან ამ მუხლებით დადგენილი მოსაკრებელი, რომლის ოდენობა 400 ლარით იყო განსაზრვრული, ძალაში იყო 2018 წლის პირველ იანვრამდე.
მორიგი ცვლილება გახორციელდა „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50-ე დადგენილებაში, რომლის მიხედვითაც ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონისთვის დასაშვები სახეობების ჩამონათვალს დაემატა ტერიტორიაზე დროებითი კონსტრუქციების - ბუნგალოების და სხვა კვების ობიექტების განთავსება, რაც ხელს შეუწყობს საკურორტო სეზონისთვის არსებული ტერიტორიის სწორ და ეფექტურ გამოყენება-განვითარებას. ასევე, შესაძლებელი გახდება დაინტერესებულ პირებს დროებით სარგებლობაში გადაეცეთ ობიექტები, მისი გამოყენების და მოვლა პატრონობის მიზნით.
სხდომას ბათუმის საკრებულოს თვმჯდომარე სულიკო თებიძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 254
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები