ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე კონფერენცია გაიმართა
26 ივლისი 2018
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე დღეს, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარესთან ნატალია ზოიძესთან და საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარესთან ზურაბ ნაკაიძესთან ერთად, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), საერთაშორისო ორგანიზაცია „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ (East-West Menegment institute) და არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომის“ ორგანიზებით გამართულ კონფერენციას დაესწრო. 

კონფერენციის თემა მზარდი ეკონომიკური განვითარების პირობებში ბათუმის ისტორიული იერსახის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებს მოიცავდა.
კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს იმ გამოწვევეგბზე, რასაც ქალაქ ბათუმის უნიკალური ისტორიული იერსახისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას მშენებლობის მზარდი რაოდენობა უქმნის.
მონაწილეებმა ასევე შეაფასეს ის ნაბიჯები, რომლებიც ხორციელდება ბათუმის ურბანული განვითარების მიმართულებით და ისაუბრეს იმ პოლიტიკაზე, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, სამომავლოდ უნდა გატარდეს ბათუმის ისტორიული იერსახის შენარჩუნებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით.
კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის უმაღლესი საბჭოს, ქ.ბათუმის მერიის, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები - ურბანისტები, არქიტექტორები, ხელოვნებათმცოდნეები.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2435
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები