ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიში
20 ივლისი 2018
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოსახლეობას საკრებულოში საქმიანობის 6 თვის ანგარიში წარუდგინეს. 

შეხვედრაზე ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ ნოდარ დუმბაძემ, ფრაქციის წევრებმა - ლევან ანთაძემ და როინ ზოიძემ ისაუბრეს ფრაქციის მიერ ინიცირებულ პროექტებზე და მოსახლეობასთან გამართული შეხვედრები შეაჯამეს, ასევე, განიხილეს ფრაქციის სამომავლო გეგმები.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა მონაწილეობა მიეღო დისკუსიაში და საკუთარი რეკომენდაციები მიეწოდებინა არჩეული თანამდებობის პირებისათვის.
ანგარიშის წარდგენას არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
აღნიშნულ ღონისძიებას ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. პროგრამა დაფინანსებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2432
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები