ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
პრეზენტაცია
06 ივლისი 2018
 

დღეს საკრებულოს ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზში ელექტროგადამცემი ხაზის „ერგე-1“ სარეკონსტრუქციო/სარეაბილიტაციო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. 

როგორც შეხვედრაზე ითქვა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ შემუშავებული იქნა გამანაწილებელი ქსელის განვითარების ხუთწლიანი გეგმა, რომელიც მოიცავს აჭარის რეგიონში და მათ შორის ბათუმში სტაბილური და საიმედო ელექტრომომარაგების შენარჩუნებასა და კიდევ უფრო გაუმჯობესებას. აღნიშნული გეგმა გულისხმობს 1937-1938 წლებში აშენებული 110კვ.ელექტროგადამცემი ხაზის „ერგე-1“ სარეკონსტრუქციო/სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას კომპანიის მხრიდან, რაც ხაზის გამტარუნარიანობას გააუმჯობესებს მინიმუმ ორჯერ და უზრუნველყოფს ქალაქ ბათუმის სტაბილურ ელექტრომომარაგებას მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში.
პრეზენტაციას საკრებულოს თავმჯდომარე, წევრები, ქალაქის მერი, აჭარის მთავრობის, სემეკის, ენერგო-პრო ჯორჯიას, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 346
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები