ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საშუალოვადიანი პრიორიტეტების განხილვა
06 ივლისი 2018
 

დღეს საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და საკრებულოს წევრები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019-2022 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვას დაესწრნენ.

პროექტი საზოგადოებას, ქალაქის ვიცე მერმა თენგიზ პეტრიძემ, მერის მოადგილემ ლელა სურმანიძემ და მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა არჩილ ვანაძემ წარუდგინეს. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019-2022 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტები გამომდინარეობს ბათუმის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმიდან, მასში განხილულია შემდგეგი სტრატეგიული მიმართულებები:- კომუნალური სერვისების გაუმჯობესება; ქალაქის კეთილმოწყობის სამუშაოები და საბინაო პოლიტიკა; მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის განვითარება; ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება. განახლებადი ენერგიის გამოყენების ზრდა; ქალაქის გამწვანებისა და გარემოს დაცვის ღონისძიებები და ა.შ. შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
საჯარო განხილვას, მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ტერიტორიული ორგანოების, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 232
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები