ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
შეხვედრა მაჟორიტარ დეპუტატთან
29 ივნისი 2018
 

კახაბრის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ დევაძე დღეს სამრეწველო უბანში მერის წარმომადგენელს ოთარ კახაძესა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი 2019 წლის ქალაქის ბიუჯეტის პრიორიტეტებს შეეხო, ანზორ დევაძემ პირადად ამხანაგობის თავმჯდომარეებისგან მოისმინა ის პრობლემები, რაც მათ დასახლებაში მოსახლეობას აწუხებს და რისი გათვალისწინებაც პრიორიტეტული იქნება მომავალი წლის ბიუჯეტში.
მოსახლეობას ძირითადად ყოფითი და ინფრასტუქტურული პრობლემები აწუხებთ, თუმცა ხშირად ბიუროკრატიული საკითხებიც უქმნით პრობლემას, რომლებიც საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვს.
ბათუმის სამრეწველო ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე 2019 წლის ბიუჯეტში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საუბნო კავშირების მიერ წარმოდგენილია 19 ქუჩის მოასფალტების, 19 ქუჩაზე გარე განათების მოწყობის, 11 სანიაღვრე არხის, 4 საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის, 12 საბავშვო ატრაქციონისა და სკვერის მოწყობის, ერთი დასავენებელი პარკის, 4 სპორტული მოედნის, მრავალფუნქციური ადმინისტრაციული შენობისა და ერთ ბაგა-ბაღზე სართულის დაშენების გასათვალისწინებელი საკითხები, ასევე შენობების გარე ფასადების, სახურავების, სარდაფებისა და ლიფტების რეაბილიტაცია.
შეხვედრის ბოლოს მაჟორიტარი დეპუტატი მოსახლეობას ქალაქის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში შუამდგომლობას და კონკრეტული საკითხის გადაწყვეტის პროცესში უშუალო ჩართვას დაპირდა.
ანზორ დევაძე მსგავსი ტიპის შეხვედრებს ეტაპობივად სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში გეგმავს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 207
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები