ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ქობულეთის შემოვლითი გზა ოფიციალურად გაიხსნა
25 ივნისი 2018
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე დღეს ქობულეთის შემოვლითი გზის ოფიციალურ გახსნას დაესწრო.
18-კილომეტრიანი გზა ექსპლუატაციაში დღეიდან შევიდა. ქობულეთის ზღვისპირა ზოლიდან სატრანზიტო მოძრაობა ახალ გზაზე გადაერთო.
ახალი გზა თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დროს 20-30 წუთით შეამცირებს.
ქობულეთის შემოვლითი გზა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა. გახსნის ღონისძიებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
„ქობულეთის ახალი შემოვლითი გზა რეგიონის და ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია. ამ გზით ბევრი სოფელი დაუკავშირდება ცენტრალურ მაგისტრალს. ზღვისპირა ზოლიდან სატრანსპორტო მოძრაობის ახალ გზაზე გადასვლა რეგიონში ტურიზმის სრულფასოვან განვითარებას ხელს შეუწყობს,”-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
პროექტი აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დააფინანსა და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 209 მლნ 852 079 ლარია.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 210
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები