ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ქართული დელეგაცია ბილბაოში
11 ივნისი 2018
 

ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ნატალია ზოიძე ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად ბილბაოში გამართულ ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონების საბჭოს -„CEMR“ კონფერენციაში მონაწილეობს.

დელეგაციას საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი - თამარ ტალიაშვილი ხელმძღვანელობს. ჩრდილოეთ ესპანეთის ქალაქ ბილბაოში ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონების საბჭოს -„CEMR“ კონფერენცია დღეს, 11 ივნისს დაიწყო.
სამდღიან კონფერენციაზე, რომელიც ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის პრაქტიკაში განვითარებასა და ადგილობრივ პოლიტიკაში მრავალფეროვნების ახალი მიდგომებით დანერგვას ისახავს მიზნად, ,,ათეა“-ს ვიცე - პრეზიდენტი გენდერული თანასწორობის საკითხების თემაზე პრეზენტაციით წარსდგება.

დელეგაციის წევრები ასევე დაესწრებიან რამდენიმე შეხვედრას და სხვადასხვა თემების განხილვისას დისკუსიებშიც მიიღებენ მონაწილეობას.

კონფერენცია - „თანასწორობის მრავალფეროვნება და ჩართულობა“ 13 ივნისს დასრულდება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2361
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები