ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
26 მაისის საიუბილეო ღონისძიებები
26 მაისი 2018
 

ბათუმში დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა. 26 მაისის საიუბილეო ღონისძიებებს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და საკრებულოს წევრები აჭარის მთავრობის, ქალაქის თვითმმართველობის, უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად დაესწრნენ. ბათუმში სადღესასწაულო ღონისძიები საოცრებათა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. მოეწყო მსვლელობა, სამხედრო ტექნიკის გამოფენა, საქართველოს დამოუკიდებლობის 1918-1921 წლების ამსახველი ფოტო გამოფენა, ლიტერატურული პერფორმანსი, საბავშვო ღონისძიებები, სპორტული აქტივობები, ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა.
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე საზეიმოდ ქვეყნის მასშტაბით აღინიშნა

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2776
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები