ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
საკრებულოს დელეგაცია უკრაინაში საინვესტიციო ფორუმს ესწრება
24 მაისი 2018
 

ბათუმის საკრებულოს წევრების ოფიციალური ვიზიტი უკრაინის ქალაქ ტერნოპოლში გრძელდება. ქართული დელეგაცია, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე ხელმძღვანელობს, დღეს საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმს - „ტერნოპოლის რეგიონის ინვესტიცია-2018“-ს ესწრება. საერთაშორისო ფორუმში ტერნოპოლის მერთან სერგეი ნადალთან და ტერნოპოლის ოლქის გუბერნატორთან სტეფან ბარნასთან ერთად, მონაწილეობენ უკრაინის პირველი ვიცე პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრი - სტეფან კუბივი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ვასილ ბოდნარი, პოლონეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრი ჯერზი კვიეცინსკი, ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი უკრაინაში - ენდი ჰანდერი, გერმანულ-უკრაინული ვაჭრობისა და ინდუსტრიის პალატის ბორდის თავმჯდომარე - ალექსანდრ მარკუსი. 

ფორუმის ფარგლებში დღესვე მრგვალ მაგიდასთან რეგიონალური ლიდერებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლების შეხვედრა შედგა.
საკრებულოს დელეგაციის ვიზიტი უკრაინის ქალაქ ტერნოპოლში ხვალ, 25 მაისს, დასრულდება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 91
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები