ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
შეხვედრა NDI-ის წარმომადგენლებთან
23 მაისი 2018
 

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენლებმა დღეს ბათუმის საკრებულოს ფრაქციების თავმჯდომარეებთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ახალი პროგრამის თაობაზე შეხვედრა გამართეს. როგორც პროგრამის კოორდინატორმა თამარ გზირიშვილმა აღნიშნა, ორგანიზაცია საქართველოს მასშტაბით, ხუთ მუნიციპალიტეტში ( ბათუმი, ახალციხე, გორი, ზუგდიდი, ოზურგეთი) საკრებულოებთან, მერიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და ადგილობრივ მედიასთან იმუშავებს: „პროგრამის მზანია, მხარეთა ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა, რაც გულისხმობს, პოლიტიკურ პარტიებს, მუნიციპალურ ორგანოებს, მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის მონაწილეობითი პოლიტიკის პრინციპებზე დაფუძნებული დიალოგის განვითარებას“. 

აღნიშნული პროგრამის დონორია ორგანიზაცია „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED). პროგრამა 2018 წლის აპრილში დაიწყო და 2019 წლის აპრილამდე გაგრძელდება.
შეხვედრაზე ბათუმის საკრებულოში მოქმედი ოთხივე ფრაქციის ხელმძღვანელები იყვნენ მიწვეული.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2383
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები