ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ოფიციალური ვიზიტი ტერნოპოლში
22 მაისი 2018
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლაშა სირაბიძე, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ომარ მახარაძე და განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი პატარიძე ევროპის დღეებთან დაკავშირებით ოფიციალური ვიზიტით უკრაინის ქალაქ ტერნოპოლში იმყოფებიან. ევროპის დღეებისადმი მიძღვნილ ღონიძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ისტორიულ-კულტურულ კავშირებს და აღნიშნა, რომ ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზაზე საქართველო და უკრაინა გვერდიგვერდ დგანან. 

ვიზიტის ფარგლებში საკრებულოს დელეგაციამ მასპინძელი მხარის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
21 მაისს „კრეატიული ევროპის“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ქალაქ ტერნოპოლის ეროვნული პედაგოგიური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებთან. ღონისძიებას ესწრებოდა ქალაქ ტერნოპოლის ვიცე-მერი ლეონიდ პიცურა. 22 მაისს კი დელეგაცია ტერნოპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებსა და დეკანს სერგეი ბანახს შეხვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს სულიკო თებიძესა და საკრებულოს წევრებს ქალაქ ტერნოპოლის მუნიციპალიტეტის მერმა სერგეი ნადალიმ, ტერნოპოლის მერიის სტრატეგიული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა იური დეინენკომ, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ტურიზმის დეპარტამენტის უფროსმა ვლადიმერ კაშიცკიმ უმასპინძლეს.
ვიზიტის ფარგლებში, ხვალ დელეგაცია ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება, ხოლო 24-25 მაისს გაიმართება საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი „ტერნოპოლის რეგიონის ინვესტიცია - 2018“, რომელზეც დაგეგმილია რეგიონალური ლიდერების შეხვედრა დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2580
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები