ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ფოლკლორული საღამო ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში
17 მაისი 2018
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და საკრებულოს წევრები დღეს აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში გამართულ ფოლკლორის საღამოს დაესწრნენ.
ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეულის ფარგლებში გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს მუზეუმის დირექტორმა ოთარ გოგოლიშვილმა მიმართა და ისტორიული ფაქტების შესახებ მოკლე ექსკურსი გააკეთა. ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ და ისტორიული ფაქტების გაცოცხლებისთვის ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.
მუზეუმში საშა ლეკვეიშვილის წიგნის - „ქართული ხალხური მუსიკალური საკრავების“ პრეზენტაცია და მუზეუმის ფონდში დაცული მუსიკალური საკრავების გამოფენა გაიმართა.
ფოლკლორული საღამო ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3391
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები