ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
,,გენდერული თანასწორობის გაძლიერება ადგილობრივ დონეზე"
15 მაისი 2018
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ და საკრებულოსთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით დედაქალაქში გამართულ პირველ ეროვნულ კონფერენციაში - ,,გენდერული თანასწორობის გაძლიერება ადგილობრივ დონეზე“. 

კონფერენციის ძირითადი ნაწილი საქართველოს გენდერული თანასწორობის შესახებ კანონში 2016 წელს შესულ შესწორებებს დაეთმო, რომელიც საკრებულოებში გენდერული თანასწორობის საბჭოების შექმნას, ასევე მუნიციპალიტეტების მერიის აპარატში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე მოხელის თანამდებობის შემოღებას გულისხმობს.
ღონისძიებაზე გამართული მსჯელობა სწორედ ახალი რეგულაციების პრაქტიკული განხორციელების გზებს, გენდერული თანასწორობის დაცვის საკითხებში სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებულ მუშაობას, ერთიანი სახელმწიფო და ადგილობრივი სტრატეგიების შექმნასა და ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის მიღწევის ინსტიტუციურ მექანიზმებს შეეხო.
კონფერენცია საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ - თამარ ჩუგოშვილმა და დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნეს. სიტყვით გამოვიდნენ ასევე მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები, რომლებმაც თვითმმართველობების წარმომადგენლებს შესაბამის მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის მიღწევის მიმართულებით დაგროვილი გამოცდილება გაუზიარეს და პროგრესის მისაღწევად კონკრეტულ ნაბიჯებზე ისაუბრეს.
ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით გაიმართა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2447
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები