ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
დისკუსია - ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე
24 აპრილი 2018
 

დღეს საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო გეგმის პროექტის საჯარო განხილვას დაესწრნენ.

შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის სახელით გაიმართა. საზოგადოებას ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ადამიანის უფლებების დაცვის სამდივნოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის და სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ესაუბრნენ.
დისკუსიაზე, ყურადღება გამახვილდა სახელმწიფოს მზარდ სოციალურ პასუხისმგებლობაზე. გენდერულ თანასწორობაზე, სოციალური და სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების ურთიერთდამოკიდებულებაზე და მათი განუყოფლობის საკითხებზე, ასევე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა, სოციალური უფლებების რეალიზების მნიშვნელობაზე.
პროექტი „ადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონებს შორის“ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ფინანსური მხარდაჭერით და ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსთან თანამშრომლობით ხორციელდება.
საჯარო განხილვას, ადგილობრივი თვითმმართველობის, სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2633
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები