ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა
20 აპრილი 2018
 

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ხუთ საკითხზე იმსჯელეს. 

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საკრებულოს სხდომათა დარბაზს ლუკა ასათიანის სახელი მიენიჭა. მიღებული განკარგულების მიხედვით, შესაბამისი ღონისძიებების გატარება, დარბაზის შესასვლელ კარზე აბრის განთავსება და დარბაზში ლუკა ასათიანის პორტრეტის გამოფენის უზრუნველყოფა, საკრებულოს აპარატს დაევალა.
საკრებულომ მხარი დაუჭირა ბათუმის მერის მიერ წარმოდგენილი „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტს, რომლის მიხედვითაც საანაგრიშო პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობების დაზუსტებულმა გეგმამ შეადგინა 168,473.3 ათასი ლარი, ფაქტიური შესრულება კი 168,637.5 ათასი ლარია, რაც შესრულების 100%-ია. ხოლო, ბიუჯეტის გადასახდელების დაზუსტებულმა გეგმამ შეადგინა 168,577.2 ათასი ლარი, ფაქტიურმა შესრულებამ კი - 162,700.4 ათასი ლარი, რაც შესრულების 97%-ია.
სხდომაზე დამტკიცდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მდგრადი ურბანული გადაადგილების ინტეგრირებული გეგმა (სტრატეგიული გეგმა). დოკუმენტის მიხედვით, ყველა მოქალაქისთვის უნდა მოხდეს ისეთი სატრანსპორტო სისტემის შეთავაზება, რომელიც უზრუნველყოფს: დანიშნულების ძირითად ადგილებთან და მომსახურებასთან წვდომას; გააუმჯობესებს ურბანული ტრანსპორტის უსაფრთხოებას; შეამცირებს ჰაერისა და ხმაურით დაბინძურებას, სითბური აირების ემისიების და ენერგო მოხმარებას; გააუმჯობესებს მგზავრთა და ტვირთის ტრანსპორტირების ეფექტიანობასა და შეამცირებს შესაბამის ხარჯებს; გაზრდის ბათუმის ურბანული გარემოს მიმზიდველობასა და ხარისხს.
საკრებულოს სხდომაზე, ასევე, განიხილეს და მხარი დაუჭირეს ქ. ბათუმის გარკვეული ტერიტორიებისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების და ქ. ბათუმის გარკვეული ტერიტორიებისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების საკითხებს.
საკრებულოს სხდომას თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2879
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები