ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის სტრატეგიული განვითარების გეგმის საჯარო განხილვა
18 აპრილი 2018
 

საკრებულოს წევრები დღეს სასტუმრო „რედისონში“ ბათუმის სტრატეგიული განვითარების 2018-2021 წლების გეგმის საჯარო განხილვას დაესწრნენ. 

დოკუმენტი საზოგადოებას ქ. ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ გააცნო. როგორც ქალაქის მერმა განაცხადა, ბათუმის სტრატეგიული განვითარების გეგმა პირველად შეიქმნა და მასზე მუშაობა 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. დოკუმენტში ათი მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა წარმოდგენილი:
• მოქალაქეზე ორიენტირებული თვითმმართველი ქალაქი;
• ბათუმის ფუნქციონალური პროფილის გაძლიერება და დივერსიფიკაცია;
• ქ. ბათუმის ეკონომიკური პროფილის გაძლიერება და დივერსიფიკაცია;
• მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება;
• ქალაქის ურბანული განვითარება;
• მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა;
• ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე ორიენტირებული ინკლუზიური, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლების მიღების შესაძლებლობების შექმნა და მხარდაჭერა;
• ეროვნული და ეთნიკური კულტურის, შემოქმედებითი ჯგუფების განვითარება და მათი საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაცია. ქალაქ ბათუმის, როგორც საერთაშორისო კულტურული ღონისძიებების მასპინძელი ქალაქის პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
• სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობა;
• მუნიციპალიტეტის ინსტიტუციონალური გაძლიერება.
როგორც ლაშა კომახიძემ აღნიშნა, სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავების პროცესში ჩართული იყვნენ სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მერის განცხადებით, ბათუმი გახდება მოქალაქეებზე ორიენტირებული თვითმმართველი ქალაქი. ბათუმის მერია მზად არის მოისმინოს საზოგადოების მოსაზრებები და საჭიროების შემთხვევაში მათი შენიშვნები და რეკომენდაციები ასახოს წარმოდგენილ დოკუმენტში.
მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების 2018-2021 წლების გეგმას ქალაქის მერი ბათუმის საკრებულოს პარასკევს, 20 აპრილს წარუდგენს, მისი საკრებულოს სხდომაზე განხილვა კი, სავარაუდოდ, მაისში მოხდება.
საჯარო განხილვას აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, ბათუმის თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3182
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები