ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
შეხვედრა ახალგაზრდებთან.
05 აპრილი 2018
 

საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ომარ მახარაძე და ქალაქის მერი ლაშა კომახიძე დღეს საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

„განავითარე შენი რეგიონი“ -ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც საქართველოს სტუდენტური პარლამენტი ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში და მათ შორის აჭარაშიც ახორციელებს.
შეხვედრაზე საქართველოს სტუდენტური პარლამენტის თვამჯდომარემ გიგა გლუნჩაძემ პროექტის შესახებ დეტალურად ისაუბრა, მისი თქმით:- „პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მეთოდით ცდილობს ახალგაზრდა ლიდერების აღმოჩენას, მრავალფეროვანი ახალგაზრდული აქტივობებით ლიდერებში სოციალური უნარების განვითარებას და ამ მხრივ ბათუმს უდიდესი პოტენციალი გააჩნია, ბათუმელი ახალგაზრდების წარმოჩენა და მათი ჩართვა სხვადასხვა აქტივობებში ძალიან მნიშვნელოვან შედეგს გამოიღებს“.
საკრებულოს თავმჯდომარემ და ქალაქის მერმა ახალგაზრდებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს და აღნიშნეს , რომ ახალგაზრდა თაობისთვის ასეთი პროექტების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. მათი თქმით, მუნიციპალიტეტი შესაბამისი სამსახურების დახმარებით მზად არის აქტიურად ჩაერთოს პროექტის მიმდინარეობის პროცესში.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2620
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები