ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
რეფორმა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემაში.
04 აპრილი 2018
 

დღეს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და ქალაქის მერი ლაშა კომახიძე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ პრეზენტაციას დაესწრნენ და საბავშვო ბაღის თანამშრომლებს შეხვდნენ. 

წარმოდგენილი პროექტი გულისხმობს საბავშვო ბაღების ავტორიზაციას საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით, რომელიც 2018 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს, ასევე, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებით ხელმძღვანელობას, რაც მოიცავს ბავშვის აღზრდისა და განათლების, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო და დაწესებულებების გარემოსა და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის სტანდარტებს.
რეფორმა 2016 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონის საფუძველზე დაიწყო, რომლის მიზანიც საქართველოში ყველა ბავშვისთვის სკოლამდელი მომსახურების ხელმისაწვდომობის, თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფა და ხარისხის გაუმჯობესებაა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2606
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები