ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი.
02 აპრილი 2018
 

დღეს ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში სტუდენტთა სტაჟირების გავლას და კონსულტაციებს ითვალისწინებს სხვადასხვა სფეროში.
„ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენი სტუდენტები შეძლებენ პრაქტიკისა და სტაჟირების გავლას ჩვენს ორგანიზაციაში და ვფიქრობ ჩვენ გვაქვს იმის პოტენციალი, რომ მათ მივცეთ კარგი პრაქტიკული გამოცდილება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის ამბობდა და ამბობს თავის სიტყვას განათლების სფეროში, ის ყოველთვის ფეხს უდგამს ახალ ტექნოლოგიებს და ჩვენი რეგიონიდან ყველაზე მეტი წარმატებული სტუდენტი სწორედ ტექნიკურ უნივერსიტეტზე მოდის, მე მზად ვარ გვერდში დავუდგე ახალგაზრდებს, რომლებმაც უნდა შეგვცვალონ მომავალში“. განაცხადა შეხვედრაზე სულიკო თებიძემ.
შეხვედრა ბათუმის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიების და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ასევე სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის წარმომადგენლების ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, წევრები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2710
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები