ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა
29 მარტი 2018
 

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ექვს საკითხზე იმსჯელეს. 

კომისიის წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს ხვლინდელ რიგგარეშე სხდომაზე განიხილონ ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანის შესახებ დადგენილების პროექტი, რომლის თანახმადაც ხორციელდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შემოსულობების და ნაშთის ცვლილება. ასევე, გადასახდელების ცვლილება ცალკეული პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით. ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის არჩილ ვანაძის განმარტებით, ბიუჯეტის შემოსულობებში და გადასახდელებში ასახული იქნა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერის თანხა, ასევე, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში განხორციელებული სტრუქტურული ოპტიმიზაციის, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების და ელექტრონული ტენდერების შედეგად დაფიქსირებული ეკონომიების ხარჯზე გათვალისწინებული ახალი ქვეპროგრამებისა და ღონისძიებების დაფინასება. არჩილ ვანაძის ინფორმაციით, ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტი 437,200 ათასი ლარით იზრდება და საერთო ჯამში 161,150,000 ლარს შეადგენს.
კომისიის წევრებმა რიგგარეშე სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მისცეს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის სულიკო თებიძის ინიციატივით წარმოდგენილ საკრებულოს განკარგულების პროექტს, რომლის თანახმადაც ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული M3 კატეგორიის აავტობუსებით მგზავრთა ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას დამატებით შეღავათებით ისარგებლებენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების და ავტორიზებული კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო ( არაკომერციული) იურიდიული პირის - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშროლები, რომლებიც რეგისტრირებული არიან ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში და რომელთა შრომის ანაზღაურება (სარგო) თვეში არ აღემატება 625 ლარს. აღნიშნული შეღავათით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაახლოებით 700-მდე თანამშრომელი ისარგებლებს.
კომისიის წევრებმა ბათუმის ავტობუსების პროექტთან დაკავშირებით საგრანტო ხელშეკრულების თაობაზე წარმოდგენილ განკარგულების პროექტზეც იმსჯელეს. განკარგულების პროექტი ბათუმის ავტობუსების პროექტის ფარგლებში, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ კორპორატიული განვითარების პროგრამის და საზოგადოებასთან ურთიერთობის გეგმის მომზადებისა და გახორციელების მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან (EBRD) გრანტის სახით 209,950 ევროს მიღებას ითვალისწინებს. ბათუმის ავტობუსების პროექტი მიზნად ისახავს ბათუმის მუნიციპალური ავტოპარკის განახლებას - შპს „ ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ ეკოლოგიურად სუფთა და ადაპტირებული ავტობუსების შეძენას. განკარგულების პროექტი მინიმუმ 10 ელექტრო და 40 ახალი ევრო 5 სტანდარტის ავტობუსის შეძენას ითვალისწიინებს. ბათუმის საკრებულოს მიერ განკარგულების პროექტის მიღების შემთხვევაში, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი, უფლებამოსილი იქნება ხელი მოაწეროს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტს შორის საგრანტო ხელშეკრულებას განკარგულების პროექტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში.
კომისიის სხდომაზე ასევე იმსჯელეს, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ, „შპს „ალმასთან“ გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილი საკითხების საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.
სხდომას საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ნაკაიძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2470
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები