ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
კომისიის სხდომა
29 მარტი 2018
 

საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომის მთავარი განსახილველი თემა 2018 წლის ქალაქის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები იყო. 

წარმოდგენილი ცვლილებებით, იზრდება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების დაფინანსება. მოსახლეობის ფაქტიური საჭიროებების გათვალიწინებით ამოქმედდება ახალი ქვეპროგრამები, რომლის ფარგლებშიც ქ. ბათუმში რეგისტრირებულ მოსახლეობას (უპირატესად მოწყვლად და დაბალკონკურენტუნარიან ჯგუფებს) დაუფინანსდებათ შრომის ანაზღაურების ნაწილი 8 თვის განმავლობაში, თვეში 200 ლარის ოდენობით, არაუმეტეს 30%-ისა, ასევე, ამოქმედდება ქვეპროგრამა - თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისთვის.
როგორც კომისიაზე ითქვა, ცვლილებები განხორციელდება არსებულ ქვეპროგრამებშიც, რომელიც მუნიციპალური ტრანსპორტით მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიან მგზავრობას, შვიდ წლამდე ასაკის განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების რეაბილიტაციას, მოწყვლადი სოციალური კატეგორიებისთვის მინიმალური სოციალური პირობების შექმნას და მოქალაქეთა ინდივიდუალურ სამდიცინო დახმარებას ეხება.
კომისიამ წარმოდგენილი საკითხების განხილვა საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მიზანშეწონილად მიიჩნია.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2591
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები