ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ჩვენ ერთად ვქმნით ფერად სამყაროს
21 მარტი 2018
 

ბათუმის საკრებულოს წევრებმა დღეს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრ „თანას“ ბენეფიციარებს უმასპინძლეს. 

ცენტრის აღსაზრდელებმა საკრებულოს თავმჯდომარესთან სულიკო თებიძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის მთავარი სიმბოლოები დაამზადეს. ღონისძიებას ქალაქის მერი ლაშა კომახიძე და ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძეც შემოუერთდნენ. საკრებულოს წევრებმა ბავშვებს მუნიციპალიტეტის შენობაში გამოფენილი სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარების ნახატები დაათვალიერეს.
21 მარტი, გაეროს გადაწყვეტილებით, 2011 წლიდან აღინიშნება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3644
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები