2025 წლის 31 მარტს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
პერფომანსი „გენდერული თანასწორობის კვირეულის“ ფარგლებში
07 მარტი 2018
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭომ დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. საბჭოს წევრებმა გენდერული კვოტირების საკითხებზე, ოჯახში ძალადობრივ დანაშაულსა და „გენდერული თანასწორობის კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა ვარდების სკვერში გადაინაცვლეს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, „გენდერული თანასწორობის კვირეულის“ მხარდამჭერი მცირე პერფომანსი მოაწყვეს.
აღნიშნული კვირეული, 3 მარტიდან 9 მარტის ჩათვლით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ეგიდით წელს მეთერთმეტედ ტარდება.
მნახველთა რაოდენობა: 3901
ბმულები