ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საუბნო კავშირები - პროექტის პრეზენტაცია
07 მარტი 2018
 

დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ და ტენდერში გამარჯვებული ა(ა)იპ ,,განვითარების აკადემიის“ წარმომადგენელმა ტიტე აროშიძემ საზოგადოებას ახალი პროექტი „საუბნო კავშირები“ წარუდგინეს. 

პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულ ერთეულებში 14 საუბნო კავშირი შეიქმნება, მათ შორის, ორი ბაგრატიონის ადმინისტრაციულ ერთეულში. მათ საქმიანობასა და ხელმძღვანელობას თავმჯდომარე წარმართავს, რომელსაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაერთიანების საერთო კრება აირჩევს.
პროექტის მიზანია მუნიციპალური პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველყოფა მოსახლეობის ინტერესზე მორგებით, საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება, მუნიციპალიტეტის მიერ მოსახლეობის მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში, პრობლემის მოგვარების გზების დასახვა უშუალოდ ამ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ადამიანების აქტიური ჩართულობით, დასახლებაში არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში, ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული პრობლემების უკეთ დანახვა იქ მაცხოვრებელი ადამიანების თვალსაწიერიდან.
პროექტის პრეზენტაციას საკრებულოს წევრები, მერიის ადმინისტრაციის, საბინაო ამხანაგობების, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3090
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები