ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
ქართველთა და აფხაზთა ურთიერთობებისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება
02 მარტი 2018
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და საკრებულოს წევრები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან ვახტანგ ყოლბაიასთან და საქართველოს დევნილთა და განსახლების მინისტრთან სოზარ სუბართან ერთად, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ქართველთა და აფხაზთა ურთიერთობებისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებას დაესწრნენ.

სახალხო დიპლომატიის გზით მომუშავე პროგრამა „ქართულ-აფხაზური საგა“ უკვე 10 წელია აჭარაში მცხოვრებ აფხაზთა ჩართულობით არაერთ ღონისძიებას ახორციელებს.

ზურაბ პატარაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოს მთავრობისა და რეგიონული მთავრობის მხარდაჭერით ქართულ -აფხაზურ ურთიერთობებში წინგადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. რეგიონის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა აჭარაში აფხაზური ენის სწავლების შემოღებას. მისი თქმით, აფხაზური ენის სწავლება უკვე ორ ადგილობრივ სკოლაშია შესაძლებელი, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი შემუშავდა აფხაზური ენის სწავლების პროგრამა და აფხაზური ენა ჩასმულია არჩევით საგნებში.
უნივერსიტეტში გამართული შეხვედრა ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია კლუბ ,,ბათუმის“ და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აჭარის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიებას აფხაზეთისა და აჭარის მთავრობის, საქართველოს საპატრიარქოსა და აჭარაში მცხოვრები აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 599
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები