ბათუმის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები სასტუმრო ჰილტონში მიმდინარე ტრენინგს ესწრებიან.
ტრენინგი, რომლის მთავარი თემა „ადგილობრივ დონეზე ქალების გაძლიერებაა“, ორ დღეს გაგრძელდება. სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან მოწვეული გენდერული საბჭოს წევრები ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობაში მოქალაქეთა ჩართულობაზე, ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის საკითხების დარეგულირებაში ქალის როლზე, მათი შესაძლებლობების წარმოჩენასა და ლიდერული პოზიციების გამყარებაზე ისაუბრებენ.
პროექტი USAID (საერთაშორისო განვითარების სააგენტო) და IRI (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი) მხარდაჭერით ხორციელდება.