ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმში ეგნატე ნინოშვილის მემორიალური ბიუსტი გაიხნა
17 იანვარი 2018
 

ეგნატე ნინოშვილის მემორიალური ბიუსტის გახსნის ღონისძიება მწერლის დაბადებიდან 124 წლის იუბილეს მიეძღვნა. ღონისძიებას ესწრებოდნებ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, ბათუმის საკრებულოს წევრები, აჭარის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე დავით თედორაძე, მერიისა და მწერალთა კავშირის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები, რომლებმაც მემორიალური ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.

ეგნატე ნინოშვილის ბიუსტის ესკიზის ავტორი ჯიმსონ გურგენაძეა. მემორიალი რუსთაველისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთასთან, საზღვაო აკადემიის მოპირდაპირედ მდებარე კვარცხლბეკზე განთავსდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 680
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები