ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ზედაღელის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყო
16 თებერვალი 2018
 

კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულში ზედაღელის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგების სამუშოები ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოები დღეს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ, ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ, ვიცე-მერმა თენგიზ პეტრიძემ, კახაბრის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბათუმის საკრებულოში ანზორ დევაძემ და საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარემ გოჩა მგელაძემ დაათვალიერეს. 

ზედაღელის ქუჩაზე 984 მ გზის კეთილმოწყობის სამუშოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, „ზიმო 7“-მა, მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო. პარალელურად ამავე უბანში მიმდინარეობს შარაშიძის ქუჩის 545 მ გზის მონაკვეთის კეთილმოწყობაც. სამუშოები, რომლის პროექტის ღირებულება 409 009 ლარს შეადგენს, ივნისში დასრულდება.
ანზორ დევაძემ და გოჩა მგელაძემ დღესვე, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან ჯემალ დიასამიძესთან და კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან რაულ კირკიტაძესთან ერთად, გოდერძი ჩოხელის ქუჩასა და მის ჩიხებში მიმდინარე ინფრასრუქტურული სამუშაოებიც, სადაც გარე განათების ბოძების დამონტაჟება მიმდინარეობს, ადგილზე დაათვალიერეს. პროექტის ღირებულება 130 ათას ლარამდე შეადგენს და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გუნგლი“ ასრულებს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3076
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები