ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
გენდერული თანასწორობის საბჭოს სამუშაო შეხვედრა
13 იანვარი 2018
 

ბათუმის საკრებულოში დღეს გენდერული თანასწორობის საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საბჭოს 2018 წლის სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს, რომელიც ძირითადად, გენდერული თანასწორობის საბჭოს გაძლიერებას, ცნობადობის ამაღლებასა და ქმედუნარიანობის ხელშეწყობას ითვალისიწინებს.

საბჭოს თავმჯდომარემ, ნატალია ზოიძემ, დეტალურად ისაუბრა სამომავლო გეგმებზე. მისი თქმით, აუცილებელია მჭიდრო თანამშრომლობა გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებთან. „მნიშვნელოვანია მათ მიერ წამოწეული საკითხების შესწავლა, ასევე, გენდერულ ჭრილში მუნიციპალური პროგრამების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის შესწავლისა და ანალიზის დანერგვა, გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარმოდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაცის განხილვა, რათა მოხდეს მათზე დროული რეაგირება და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება“, - განაცხადა ნატალია ზოიძემ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 690
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები