ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადება
08 თებერვალი 2018
 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის - ბატონი მირდატ ქამადაძის მხრიდან ფიქსირდება მოქმედი კანონმდებლობის უხეშად დარღვევის ფაქტები.
როგორც ცნობილია, ბატონი მირდატ ქამადაძე წლების განმავლობაში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას, მათ შორის, იგი იყო საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი ე.წ. გახმაურებული საქმეების ადვოკატი.
ირკვევა, რომ ბატონი მირდატი, როგორც საკრებულოს მოქმედი თანამდებობის პირი, კვლავაც აგრძელებს კერძო საადვოკატო საქმიანობას.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საკრებულოს თანამდებობის პირს უფლება არა აქვს ეწეოდეს კერძო საადვოკატო საქმიანობას (მიუხედავად იმისა, ამ საქმიანობაში ის ღებულობს თუ არა ანაზღაურებას) და ამ საქმიანობის ერთდროულად განხორცილება წარმოადგენს თანამდებობრივი შეუთავსებლობის შემთხვევას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ივარაუდება, რომ ადვოკატმა მირდატ ქამადაძემ ან არ იცის კანონმდებლობა, ან როგორც მისი პოლიტიკური წინამორბედები, თავადაც მიჩვეულია კანონმდებლობის დარღვევას.
აღნიშნული ფაქტის შესახებ ჩვენ ოფიციალურად მივმართავთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას და საჭიროების შემთხვევაში სხვა უფლებამოსილ ინსტიტუტებს.
თავად პროფესიით იურისტს - ბატონ მირდატ ქამადაძეს მოვუწოდებთ, რომ კარგად გაერკვეს მოქმედ კანონმდებლობაში და შესაბამისად დარჩეს ან პოლიტიკური თანამდებობის პირის პოზიციაზე, ან გააგრძელოს კერძო საადვოკატო საქმიანობა, ვინაიდან, როგორც აღვნიშნეთ, დასახელებული ორივე საქმიანობის ერთდროულად განხორცილება სამართლებრივად შეუთავსებელია და არის მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევა.
წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი ღონისძიებები“.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2728
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები