ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ქალაქის ისტორიული უბნის და ძეგლების განვითარების პრეზენტაცია
01 იანვარი 2018
 

საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი პატარიძე დღეს სასტუმრო „რედისონში“ ბათუმის ისტორიული უბნის და ძეგლების განვითარების შესახებ გამართულ შეხვედრას დაესწრნენ.

შეხვედრაზე ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლებს, აჭარის მთავრობასთან ერთად კოორდინირებული მუშაობის შედეგად ქალაქის ისტორიული განაშენიანების სპეციალურ ზონაში მიღებული პროექტი წარუდგინა, რომლის მიზანიც ქალაქის სწორი ურბანული განვითარება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ე.წ. ფონური შენობების დაცვა, აღდგენა და რეაბილიტაციაა. პროექტი რამდენიმე ძირეულ ცვლილებას მოიცავს, კერძოდ:
• ქალაქის ისტორიულ სპეციალურ ზონაში პროექტის მაქსიმალური დასაშვები სიმაღლე 15 მეტრიდან 12 მეტრამდე დაიწევს;
• პროექტები შეფასდება დახვეწილი არქიტექტურისა და შესაბამისი ვიზუალური სტანდარტით;
• ამოქმედდება მუნიციპალური პროგრამა ისტორიული ზონის განაშენიანების სპეციალური ზონის მცხოვრებლებისთვის.
ქალაქის მერმა პროექტის პრეზენტაციაზე ქალაქ ბათუმის ისტორიული განაშენიანებისა და განაშენიანების რეგულირების დაცვის ზონების ( გეოგრაფიკის მიერ შემუშავებული) დოკუმენტის დამტკიცებასთან დაკავშირებული გეგმები და ქ. ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგინა.
შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურა პატარაძე, მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს წევრები, ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ასევე, დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციები, დარგის სპეციალისტები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 475
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები