ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
შეხვედრა ახალგაზრდებთან
27 იანვარი 2018
 

ბათუმის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ომარ მახარაძე და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ თავმჯდომარე ნატალია ძიძიგური დღეს ურეკში მიმდინარე სტუდენტური პარლამენტის კონფერენციაში მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდნენ. ომარ მახარაძემ სტუდენტებს საკონსტიტუციო რეფორმებსა და ამ სფეროში სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე ესაუბრა, ნატალია ძიძიგურმა კი განათლებასა და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარებზე გაამახვილა ყურადღება. 

შეხვედრაზე ორგანიზაცია „ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ პროექტის კოორდინატორმა გიგა გლუნჩაძემ აღნიშნა, რომ სტუდენტური პარლამენტის მიზანს წარმოადგენს საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებში ნიჭიერი სტუდენტების გამოვლენა და მათი ჩართვა აკადემიურ-პრაქტიკულ ღონისძიებებში, მათი აქტივობის გაზრდა, დებატების კულტურის ჩამოყალიბება, სამოქალაქო თვითშეგნების გაზრდა, რაც საბოლოოდ, ქვეყანაში პარლამენტარიზმის კულტურის ამაღლებასა და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას ემსახურება.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და სტუდენტების მიერ საკონფერენციო თემების პრეზენტაციით დასრულდა. შეხვედრა ორგანიზაცია „ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ პროექტის კოორდინატორის გიგა გლუნჩაძის ორგანიზებით შედგა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3376
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები