ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ელექტრონული პეტიციების პლატფორმის პრეზენტაცია
25 იანვარი 2018
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ბესო გოგოტიშვილი დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ელექტრონული პეტიციების პლატფორმის ichange.gov.ge-ს რეგიონულ პრეზენტაციას დაესწრნენ. ichange.gov.ge მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების ოფიციალური სამთავრობო პლატფორმაა, რომლის გახორციელების ვალდებულება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ აიღო ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმის მიხედვით. პორტალის დახმარებით საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს ან მოქალაქეთა ჯგუფს შეუძლია პეტიციის საშუალებით საქართველოს მთავრობის ყურადღება გაამახვილოს იმ საკითხზე, რომელიც მისი აზრით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პეტიციების პლატფორმის შესახებ შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მართავენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3051
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები