ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ზონალური შეთანხმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესი იცვლება
17 იანვარი 2018
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო და ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე კომისიების წევრებმა „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკრებულოს დადგენილების პროექტზე იმსჯელეს.

დადგენილების პროექტის მიხედვით, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესი ახლებური ფორმით ჩამოყალიბდება.
დღემდე მოქმედი რეგულაციით, კონკრეტული მიწის ნაკვეთიისთვის განსაზღვრული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების კ2 კოეფიციენტის მნიშვნელობის გაზრდის თაობაზე, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის ( საბჭო) წარდგინების საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. ამასთანავე, რეგულაციით განსაზღვრულია აღნიშნული კომისიის მუშობის წესი და პირობები.
წარმოდგენილი დადგენილების პროექტის მიხედვით, ცვლილება განხორციელდება სწორედ გადაწყვეტილების მიღების წესში. კერძოდ: ახალი წესის შესაბამისად, კონკრეტული მიწის ნაკვეთიისთვის განსაზღვრული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების კ2 კოეფიციენტის მნიშვნელობის გაზრდის თაობაზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი გადაწყვეტილებას მიიღებს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის წერილობითი დასკვნის საფუძველზე. ცვლილებით, ასევე, განსაზღვრულია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ კონკრეტული მიწის ნაკვეთისთვის განსაზღვრული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების კ2 კოეფიციენტის მნიშვნელობის გაზრდის თაობაზე წერილობითი დასკვნის წარდგენის ვადა და პირობები.
დადგენილების პროექტს, რომელიც კომისიის წევრებს ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მირიან მეტრეველმა გააცნო, ბათუმის საკრებულო 18 იანვარს მორიგ სხდომაზე განიხილავს და მიღების შემთხვევაში ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3409
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები