ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ლადო ასათიანის ქ.N27-ში მდებარე ნაკვეთი კეთილმოეწყობა
17 იანვარი 2018
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო და ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე „2018 წლისათვის ინფრასტრუქტურული ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტი განიხილეს. 

განკარგულების პროექტის ბათუმის საკრებულოს მიერ მოწონების შემთხვევაში, ბათუმში, ლადო ასათიანის ქ. N27-ში მიმდებარე მიწის ნაკვეთის (9450 კვ/მ) კეთილმოწყობის სამუშაოების განხორციელება იგეგმება.
2018 წლის სექტემბერში ბათუმში ტარდება მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს უცხო ქვეყნის 1000 მოჭადრაკე, 5000-მდე სხვა პირი (ტრენერები, სტუმრები, ჟურნალისტები და სხვა), შეაბამისად, საჭიროა მშენებარე სპორტული კომპლექსის მიმდებარედ არსებული აღნიშნული ნაკვეთის კეთილმოწყობა, ასევე, ავტოსადგომის მოწყობა ჯამში 42 მანქანაზე.
პროექტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული ღონისძიების დაფინანსებისთვის საჭირო სახსრების მიღება დაგეგმილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან. წარმოდგენილი პროექტის საკრებულოს წევრების მიერ მოწონების და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთვარობის შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში ინფრასტრუქტურული ღონისძიებების დაფინანსებისთვის საჭირო სახსრები - 1,144,709 ლარის ოდენობით ასახული იქნება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში.
პროექტის მიხედვით, აღნიშნული ნაკვეთის კეთილმოწყობა მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყება და აგვისტოში დასრულდება.
განკარგულების პროექტს, რომელიც კომისიების წევრებს ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა არჩილ ვანაძემ გააცნო, ბათუმის საკრებულო ხვალ, 18 იანვარს, მორიგ სხდომაზე განიხილავს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 4642
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები