ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საშობაო ალილო ბათუმში
07 იანვარი 2018
 

შობის ბრწყინვალე დღესასწაული ბათუმში ტრადიციული საშობაო ალილოთი აღინიშნა. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და საკრებულოს წევრები ალილოს მსვლელობას საშობაო ნობათითა და ტკბილეულით შეუერთდნენ. 

ალილოს მსვლელობა 12 საათზე ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრიდან ჭავჭავაძის ქუჩის მიმართულებით დაიწყო და გრიბოედოვის, გორგილაძის, დემეტრე თავდადებულის, მემედ აბაშიძის, კონსტატინე გამსახურდიას, რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩების გავლით საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა სკვერში დასრულდა, სადაც სამღვდელო პირებმა დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი გადაიხადეს.
მოსახლეობასთან ერთად ალილოს მსვლელობას შეუერთდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მთავრობის წევრებთან ერთად, უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე დავით გაბაიძე და საბჭოს წევრები, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები.
„ალილოს“ საზეიმო მსვლელობის ტრადიცია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის კურთხევით 2000 წელს აღდგა. საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობენ მოსახლეობა, მრევლი და სამღვდელოება. მოსახლეობის მიერ შეწირული ძღვენი ბათუმის წმ. მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონისა და წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანის ბენეფიციარებს დაურიგდებათ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3683
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები