ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს მორიგი სხდომა
26 დეკემბერი 2017
 

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა, გარდა ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისა, დღის წესრიგით გათვალისწინებული 14 საკითხი განიხილეს. 

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის გეგმის დამტკიცების საკითხს საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს. საკითხის მიღება უკავშირდება საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მე-13 მუხლს. აღნიშნული მუხლის მიხედვით, მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა არის ჩარჩო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტი გაახორციელებს ნარჩენების მართვას და შეასრულებს იმ ვალდებულებებს, რაც მას ეკისრება ქვეყანაში მოქმედი საკანონმდებლო ბაზისა და ნარჩენების მართვის კუთხით.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „გენდერული თანასწორობის საბჭოს“ საბჭოს შექმნის საკითხს, ასევე, დაამტკიცეს საბჭოს დებულება და პერსონალური შემადგენლობა.
ცვლილება შევიდა საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების შემადგენლობაშიც. კერძოდ, ბათუმის საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხთა კომისიაში საკრებულოს წევრი როინ ზოიძე გაწევრიანდა, ხოლო, საკრებულოს წევრმა გოჩა მგელაძემ ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის შემადგენლობიდან საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის შემადგენლობაში გადაინაცვლა.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ქალაქ ბათუმის მერს მიეცა თანხმობა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, ზ. გამსახზურდიას ქ. N6-ში მდებარე 65,50 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით (უზუფრუქტი) 5 წლის ვადით ა(ა)იპ „ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“, გადაცემის თაობაზე.
საკრებულოს წევრთა გადაწყვეტილებით, გასწორდა ტექნიკური შეცდომა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 აგვისტოს №49 განკარგულებაში.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, კერძოდ, ქ. ბათუმში, ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე მდებარე 1879,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, ასევე, ამავე პარკის ტერიტორიაზე მდებარე 1676,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემის საკითხს. აღნიშნული განკარგულების მიღების მიზანია მიწის ნაკვეთებზე საინვესტიციო პროექტის გახორციელებაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისადმი ხელშეწყობა.
სხდომაზე, მიწის ნაკვეთზე საპრივატიზებო პირობების გახორციელებაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობის მიზნით, ასევე, მხარდაჭერილ იქნა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, კერძოდ, ზ. გამსახურდიას ქ.N12-ის მიმდებარედ არსებული 36,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემის საკითხი.
სხდომაზე მიღებული გადაწეყვეტილებით, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება ქ. ბათუმის გარკვეული ტერიტორიებისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მოსამ¬ზა¬დებ¬ლად. განკარ¬გულების მიღების მიზანია, დამტკიცდეს სამომავლოდ ,,ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი, რომელიც სამომავლოდ უზრუნველყოფს ქ. ბათუმის გარკვეული ტერიტორიებისთვის, კერძოდ მწვანე კონცხის განვითარებას საკურორტო-სარეკრეაციო მიმართულებით, მისი მრავალფეროვანი ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობებისა და კულტურული ფასეულობების შენარჩუნების გათვალისწინებით.
ცვლილება შევიდა, „ქალაქ ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 სექტემბრის №33 დადგენილებაში, კერძოდ, რედაქციული ხასიათის ცვლილება შევიდა აღნიშნული დადგენილების სათაურში, პრეამბულასა და ცალკეულ ქვეპუნქტებში.
საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს „ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივლისის №25 დადგენილების თაობაზე სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანოს სამართლებრივ დასკვნასთან დაკავშირებით. ბათუმის საკრებულომ მიიჩნია, რომ აღნიშნული დადგენილება მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და ამასთან დაკავშირებით სრულიად იზიარებს ქ. ბათუმის მერიის აპარატის იურიდიული განყოფილების მოსაზრებას, რის გამოც სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანოს( საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიულ დეპარტამენტს) ეთქვა მოტივირებული წერილობითი უარი დასახელებული დადგენილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე უძღვებოდა.
დღესვე საკრებულოს მორიგი სხდომის დაწყებამდე გამართულ ბიუროს სხდომაზე ფრაქცია -„ქართული ოცნება - კონსერვატორები“ დარეგისტრირდა. ფრაქცია საკრებულოს სამმა წევრმა - ნატალია ძიძიგურმა, ნერიმან ცინცაძემ და მიხეილ ართმელაძემ დააფუძნეს. საკრებულოს სამივე წევრს აღნიშნულთან დაკავშირებით, პირადი განცხადების საფუძველზე, უკვე შეუწყდათ ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრის სტატუსი. ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორებს“ საკრებულოს წევრი ნატალია ძიძიგური უხელმძღვანელებს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3483
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები