ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
გაერთიანებული კომისიების სხდომა
22 დეკემბერი 2017
 

საკრებულოში დღეს გამართულ ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. სხდომაზე კომისიის წევრებმა ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელეს.

ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარების პროგრამაზე მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 74,213,9 ლარია გამოყოფილი. ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამაზე - 14,656,5 ლარი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა, ბინათმშენებლობა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია, დემონტაჟის პროგრამაზე - 6,082,7 ლარი, მუნიციპალური სასაფლაოების მოწყობა და მოვლა-პატრონობის პროგრამაზე - 465,0 ლარი.
სხდომაზე ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი საფინანსო სამსახურის უფროსმა არჩილ ვანაძემ წარადგინა. მისი განცხადებით, პროექტის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ასიგნებები საერთო ჯამში 153,774,000 იქნება. ბათუმის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტულ მიმართულებებად კვლავ ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა რჩება.
სხდომაზე საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის წარმოდგენილი სახით საკრებულოს მორიგ სხდომაზე განხილვა მიზანშეწონილად მიიჩნიეს.
გაერთიანებული კომისიების სხდომას ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე და საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ნაკაიძე უძღვებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3356
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები