ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოში ახალი ფრაქცია შეიქმნა
19 დეკემბერი 2017
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე „ქართული ოცნების“ ახალი ფრაქცია დარეგისტრირდა. ახალი ფრაქცია -„ქართული ოცნება - მრეწველები“ - საკრებულოს სამმა წევრმა - ანზორ დევაძემ, ომარ მახარაძემ და დავით მახარაძემ დააფუძნეს. საკრებულოს სამივე წევრს აღნიშნულთან დაკავშირებით პირადი განცხადების საფუძველზე უკვე შეუწყდათ ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრის სტატუსი. ახალშექმნილ ფრაქციას საკრებულოს წევრი ანზორ დევაძე უხელმძღვანელებს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 766
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები