ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
შეხვედრა ახალგაზრდა ლიდერებთან
18 დეკემბერი 2017
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა და საკრებულოს წევრებმა "გაეროს ახალგაზრდული ასამბლეა 2017“- ში მონაწილე ახალგაზრდებს უმასპინძლეს. ბათუმის სხვადასხვა სკოლის საუკეთესო მოსწავლეებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ლაშა სირაბიძემ თვითმმართველობის არსსა და კომპეტენციებზე ესაუბრა, თამაზ სალუქვაძემ კი ახალგაზრდებთან საუბრისას ყურადღება ქალაქის ბიუჯეტსა და პრიორიტეტულ სფეროებზე გაამახვილა. საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ნატალია ზოიძემ ახალგაზრდების მიერ სხვადასხვა საკითხზე დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა და მნიშვნელოვანი ინფორმაციები მიაწოდა მათ ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიასა და განათლების საკითხებზე.

პროექტში - „გაეროს ახალგაზრდული ასამბლეა 2017“ - სხვადსხვა უნივერსიტეტისა და სკოლის 800-მდე ახალგაზრდაა ჩართული. ღონისძიებას არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისთვის“ ახორციელებს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3259
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები