ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს თავმჯდომარის შეხვერდა N D I- ს წარმომადგენლებთან
11 დეკემბერი 2017
 

დღეს საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე NDI-ს (ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი) წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, მესამე სექტორის წარმომადგენლებმა სულიკო თებიძეს თავმჯდომარედ არჩევა მიულოცეს და რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის რეგიონული კოორდინატორი ირინე ურუშაძე წარუდგინეს, რომელიც სამომავლოდ, უშუალოდ ითანამშრომლებს ჩვენს მუნიციპალიტეტთან. შეხვედრაზე საუბარი ძირითადად შეეხო სამომავლო გეგემებს და მოქალაქეთა ჩართულობას ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესში, ასევე მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმარებას. საკრებულოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს და მზადყოფნა გამოთქვა სამომავლოდ ყველა სახის ჩართულობაზე :- „ჩემი მიზანია დავაინტერესოთ მოქალაქეები ჩაერთონ ქალაქის მართვის პროცესში, ჩემი სურვილია ამ ოთხი წლის განმავლობაში, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ნდობა დავიმასახუროთ, მე გავაუქმე მოქალაქეთა მიღების დღეები, რადგანაც მე ყოველდღე მაქვს კომუნიკაცია მათთან, ნებისმიერ დროს ჩემს ამომრჩეველს აქვს ჩემთან შეხვედრის საშუალება, ჩვენ გახსნილი ვართ როგორც მედიისთვის, ისე არასამთვრობო სექტორისა თუ ყველა დაინტერესებული პირისთვის.“ შეხვედრაზე ასევე, საუბარი საორიენტაციო ტრენინგების ჩატარებას და სამომავლო ურთიერთანამშრომლობას შეეხო.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3128
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები