ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
მეტი ქალი ბიზნესში
06 დეკემბერი 2017
 

ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ნატალია ზოიძე დღეს სასტუმრო „შერატონში“ მეწარმე ქალთა მხარდაჭერის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიებაზე 100-ზე მეტი მეწარმე ქალი ბიზნეს სიახლეებზე, განვითარებისთვის აუცილებელ შესაძლებლობებსა და არსებულ გამოწვევებზე სასაუბროდ შეიკრიბა აჭარიდან, სამეგრელოდან და იმერეთიდან. შეხვედრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა(ევრობაკი) მეწარმე ქალების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან, საქმიან ქალთა გაერთიანებასა და აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციასთან ერთად გამართა. შეხვედრაზე თიბისი ბანკმა წარმოადგინა ახალი პროდუქტი -საკრედიტო ხაზი, რომელიც ევრობანკის ფინანსური რესურსით მეწარმე ქალების დახმარების პროგრამის ფარგლებში შეიქმნა და ხელს შეუწყობს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას. დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხების გარდა, შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ლიდერობისა და ეფექტიანი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე. ევრობანკის მეწარმე ქალების მხარადჭერის პროგრამა რეგიონალური ინიციატივის ნაწილია, რომელიც მოიცავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს: სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას. პროგრამა მიზნად ისახავს ქალ მეწარმეთა მხარდაჭერას, უფრო გლობალურად, მეტი ქალის ჩართულობის წახალისებას ბიზნესში. პროგრამა ხორციელდება შვედეთის, ევროკავშირის (EU4Business) ინიციატივის, ევრობანკის გარდამავალი ქვეყნების ფონდის ფინანსური ხელშეწყობით. ამ უკანასკნელი ფონდის დონორები არიან: კანადა, გერმანია, ირლანდია, ფინეთი, იაპონია, კორეა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, შვედეთი, შვეიცარია, ტაივანი და გაერთიანებული სამეფო. შეხვედრაში მონაწილეობდნენ, როგორც დამწყები, ასევე წარმატებული მეწარმე ქალები.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3535
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები