2025 წლის 31 მარტს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
შეხვედრა სპორტული კლუბების წარმომადგენლებთან
05 დეკემბერი 2017
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი პატარიძემ და კომისიის წევრებმა დღეს სპორტული კლუბების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმში არსებული წყალბურთის, ფრენბურთის, ხელბურთის, სარაგბო, საკალათბურთო და საფეხბურთო კლუბების წარმომადგენლები. შეხვედრაზე კომისიის წევრებმა და სპორტული კლუბების წარმომადგენლებმა მომავალ თანამშრომლობასა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით დაგეგმილ ღონისძიებებზე სამუშაო ფორმატში ისაუბრეს.
მნახველთა რაოდენობა: 4035
ბმულები