ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
კომისიების გაერთიანებული სხდომა
28 ნოემბერი 2017
 

დღეს საკრებულოს საფინანსო-ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებები განიხილეს. 2017 წლის ბიუჯეტი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერების, ასევე საკუთარი საბიუჯეტო შემოსავლებისა და ტენდერების დასრულების შემდეგ დაფიქსირებული ეკონომიების ხარჯზე შეიცვალა, რამაც გამოიწვია სხვადასხვა ქვეპროგრამებში ცვლილება. წარმოდგენილი პროექტით იზრდება ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და კაპიტალური მშენებლობის, ასევე კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინასება. ბიუჯეტში ცვლილებას საკრებულოს წევრების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. წარმოდგენილ პროექტს ხვალ, 29 ნოემბერს დაგეგმილ რიგგარეშე სხდომაზე უყრიან კენჭს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2964
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები