ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საფინანსო და ეკონომიკური განვითარების გაფართოებული სხდომა
24 ნოემბერი 2017
 

ბათუმის საკრებულოში დღეს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის ახალი თავმჯდომარე ზურაბ ნაკაიძე უძღვებოდა. სხდომას სათათბირო ხმის უფლებით ესწრებდნენ საკრებულოს სხვა კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები. საკრებულოს მუდმივმოქმედ კომისიებში მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის დეტალური განხილვა ეტაპობრივად განხორციელდა, რის შემდეგაც კომისიებმა შენიშვნები და რეკომენდაციები, დასკვნების სახით, საკრებულოს საფინანსო-ეკონომიკური განვითარების კომისიას განსახილველად გადაუგზავნეს. დღევანდელ კომისიის სხდომაზე სწორედ ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ფრაქციების, საკრებულოს წევრების მიერ წარმოდგენილი წინადადებები და სხვა დარგობრივი კომისიის დასკვნები და რეკომენდაციები განიხილეს. ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი 146,121.0 ლარით განისაზღვრა. მომავალი წლის ბიუჯეტში პრიორიტეტულად კვლავ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ჯანდაცვისა და განათლების საკითხები რჩება. დღესვე საფინანსო-ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მიიღეს შემაჯამებელი დასკვნა, რომელიც რეგლამენტის თანახმად, საკრებულოს თავმჯდომარეს გადაეგზავნება. დღესვე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს, შენიშვნებითა და რეკომენდაციებით, ქალაქის მერს გადაუგზავნის. თავის მხრივ, მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია, ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული ვერსია დასამტკიცებლად საკრებულოს არა უგვიანეს 10 დეკემბრისა წარუდგინოს.

 

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2979
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები