ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის საკრებულოში ორი ფრაქცია შეიქმნა
20 ნოემბერი 2017
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე ბიუროს წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება საკრებულოში ორი ფრაქციის - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგისტრაციის შესახებ. 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ფრაქციას ნატალია ზოიძე უხელმძღვანელებს, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე მირდატ ქამადაძე იქნება.
დღესვე სხდომაზე ბიუროს წევრებმა, ასევე, დაამტკიცეს 21 ნოემბრის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი, რომლის თანახმადაც, ხვალინდელ სხდომაზე განხილულ იქნება საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების შემადგენლობების დამტკიცების საკითხი.
ბიუროს სხდომას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე უძღვებოდა.

 

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2941
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები